ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

კვირეულის მეხუთე დღე

 
















,,ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო"....– შემაჯამებელი ღონისძიება



















ერთი კვირის განმავლობაში აკაკის შემოქმედებისა და ცხოვრებისეული დეტალების გარშემო ტრიალებდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფიქრი,აზრი,საუბარი, მსჯელობა...
კვირეული მიმდინარეობდა 25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე....ეს ერთი კვირა არამარტო პირველიდან მეშვიდე კლასამდე, არამედ მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებიც იხსენებდნენ აკაკის შემოქმედებას....ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები" აქტიურად ჩაებნენ ამ კვირეულსი და თავად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა....
          პედაგოგები:ლია ჩხაიძე, ასმათ ჭარელიძე, ნათელა ჩაჩუა,კლარა ჯავახიშვილი,იზა ხურციძე, ნინო ხაბაზიშვილი მტელი მონდომებით მუშაობდნენ მოსწავლეებთან ერთად....მათ ეხმარებოდნენ კლასის ხელმძღვანელები, მშობლები.....
             29 ოქტომბერს შეჯამდა კვირეულის შედეგები....გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.... მოსწავლეებმა სურვილისამებრ შექმნეს ჟგუფები: ისტორიკოსების, ლიტერატორების, ხელოვნების,პოეზიის და გააკეთეს პრეზენტაცია.....ერთად მღეროდნენ აკაკის სიმღერებს მოსწავლეები და პედაგოგები....მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული ინსცენირებები ,,ბაში-აჩუკიდან",შესანიშნავად დაახასიათეს გმირები და ანტიგმირები....გააკეთეს აკაკის სახელობის კედლის გაზეთის პრეზენტაცია....კვლავ წარმოადგინეს ნახატები და აღნიშნეს, რომ კვირეულის მიმდინარეობის დროს უფრო გაუღრმავდათ შთაბჭდილებები....
                       კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა   ქართულის კათედრის გამგე დარეჯან პეტრიაშვილი, ქართულის პედაგოგები: ლია ჩხაიძე, ნინო ხუციძე, ასმათ ჭარელიძე, ნათელა ჩაჩუა.

No comments:

Post a Comment