ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

აკაკი-პოეტი

,,ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ,არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ჭირისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს,რაც სმენას 
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ,ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ,არც ისა!
შუაკაცი ვარ , უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.”
                        /აკაკი/

No comments:

Post a Comment