ჩვენი პროექტი

Sunday, June 23, 2013

შეხვედრა წარსულთან............

მოგზაურობა ზემო იმერეთში სოფელ სავანიდან დავიწყეთ......თავდაპირველად აკაკი წერეთლის ძიძის-მანო სადუნიშვილის სახლი მოვინახულეთ.მისი მეუღლე გახლდათ ფარსადან  ყანჩაველი.
21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის სოფლის
წიაღში გადავსახლდით.
ეს იყო შეხვედრა წარსულთან...


აკაკის მუზეუმს უნიკალური ექსპონატი შეემატა


საქართველოს ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელით აკაკის სახლ–მუზეუმს მგოსნის ხელჯოხი გადასცა. ხელჯოხი, რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობისას პოეტმა არტემ შიშინაშვილის ოჯახს უსახსოვრა. ნივთი 100 წლის განმავლობაში შიშინაშვილების ოჯახში ინახებოდა. წელს კი, მამუკა შიშინაშვილმა ოჯახური რელიკვია პატივისცემის ნიშნად ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით ამიერიდან ძვირფასი სახსოვარი, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონატი და ქართველი ხალხის საკუთრება აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმში დაიდებს ბინას. აკაკის 173–ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურის ინსტიტუტი აკაკი წერეთლის ოცტომეულს გამოსცემს. ამავე დღეს პირველი სამი ტომის პრეზენტაციაც გაიმართა. სხვიტორში ღონისძიებას პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.


Sunday, June 16, 2013

მოგზაურობა ზემო იმერეთში.........

აკაკი წერეთელი -ჩვენი მეგზური,
ჩვენ-ქ.თბილისის 32 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ჩხაიძე-მოგზაურები.....

,,შეხედეთ ,რა ცაა.......
ესაა რაცაა.........."

ეს იმერეთია,აკაკის სოფელი,მისი კერა და სავანე,მისი ამაღლება და გაბრწყინება.........

ექსკურსიის შემეცნებითი მნიშვნელობა

აკაკის სიტყვებს დავუკვირდეთ:,,ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, მისის სხვადასხვაფერობით, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ"....
ექსკურსია არ არის მხოლოდ გართობა,მხოლოდ თამაში, თუმცა ამის გარეშეც არ არის, რა თქმა უნდა. ჩემმა ქალაქელმა მოსწავლეებმა თავად ნახეს,განიცადეს,შეიტკბეს სოფლის მნიშვნელობა,სიკეთე,სილამაზე და ამ მოგზაურობის დროს ჩვენი მასპინძელი აკაკი იყო.იმერეთში ის გვემგზურობდა,მის ფრაზებს ვაჟღერებდით,მის  ჰანგზე ვმღეროდით და ვაკვნესებდით ფანდურს..............

საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ძალიან ბევრი დაგვაკლდებოდა,ამ მუზეუმში რომ არ შევსულიყავით..............დადიხარ მხარეში და არ იცი,რას წარმოადგენს ეს კუთხე,ძალიან ცუდია.............ჩვენ ამ მუზეუმში აკაკის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ აღმოვჩნდით.......აკაკის დედის-ეკატერინეს ბაღი მიგვასწავლეს,რომელსაც თურმე ,,დედას ბაღი" ეწოდებოდა............ამ ლამაზი ბაღის ეზოშია ეს მუზეუმი...........მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა.
დიდი გულისტკივილით დავათვალიერეთ მიწისზვრის შედეგად ქვეშმოყოლებული სოფლის სურათები,გიდის მონათხრობმა დაგვამწუხრა და დაგვაფიქრა იმაზე,თუ რა უძლურნი ვართ სტიქიის წინაშე.........

მუზეუმის მისამართი: საჩხერე, სოფ. სხვიტორი
ტელეფონი: (+995 91) 69 43 87
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10 862

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 0,50 ლ, საექსკურსიო მომსახურება 1 ლ.

საგანმანათლებლო პროგრამები: “სკოლა და მუზეუმი”, “ვიცნობდეთ ჩვენ მხარეს”, ”ექსპონატებით გაცოცხლებული ისტორია”

Monday, June 10, 2013

ჩვენი შთაბეჭდილებები

   მე ვარ ქეთი გაბინაშვილი, ვსწავლობ ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის XI-5 კლასში.
ჩვენი სკოლა მონაწილეობდა პროექტში – ,,აკაკი წერეთილი – საქართველოს მგალობელი ბულბული". ეს პროექტი ჯერ კიდევ  3 წლის წინ დაიწყო. მახსოვს, ვატარებდით ღია გაკვეთილებს, ვეცნობოდით აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებას, თუმცა მაშინ არ მოგვეცა საშუალება, რომ მოგვეწყო ექსკურსია აკაკის ნაკვალევზე. 
   ეს სურვილი წელს ავიხდინეთ. ჩვენი კლასი ექსკურსიაზე წავიდა საჩხერეში. მოვინახულეთ აკაკი წერეთლის ,,ორსართულიანი ქვითკირის სახლი". სავანე, სადაც აკაკი იყო გაძიძავებული. ამ ყველაფერმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდ მადლობას ვუხდით დამრიგებელს ლია ჩხაიძეს , რომ საშუალება მოგვცა გვევლო იმ ადგილებში, სადაც ერთ დროს თავად აკაკი წერეთელი – ,,საქართველოს მგალობელი ბულბული" დადიოდა...

მდინარე ჯრუჭულა...........



მე ვარ ეკა ხაჟომია.ვსწავლობ 32–ე საჯარო სკოლაში.
მდინარე ჯრუჭულა ,სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით მდებარეობს საჩხერე–ჭიათურის გადაკვეთაზე.ეს მდინარე ჩემთვის ექსკურსიამდეც არ იყო უცხო,ზაფხულობით ხშირად ვსტრუმრობ ამ ულამაზეს ადგილს.ახლა კი საშუალება მომეცა მეჩვენებინა ეს ადგილი ჩემი კლასელებისთვის.ჩვენ შევძელით ჩავსულიყავით მდინარეში,რამაც დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.


ჯრუჭულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში (საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები). მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.
სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მ-ზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 210 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5, 94 მ3/წმ.