ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

ძიძაობა

,,ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ. ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდეთ!..აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას.გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა.არათუ ძიძიშვილები, მათი ახლო მონათესავენი,მათი შორეული მოყვრებიც კი მსად იყვნენ ყოველ შემთხვევასი თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის,და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ ხალხს, და მისი ბრალია,რომ ამ უკამასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში”.

/,,ჩემი თავგადასავალი”/ 

No comments:

Post a Comment