ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

ნახატების გამოფენა

 დღეს  ნახატების პრეზენტაციაც გაიმართა. მე–7 კლასის მოსწავლეებმა ნიკა გუმბერიძემ და ლიკა     მეტრეველმა  ისაუბრეს თავიანტი ნახატების შესახებ.ამხანაგებმა დაუსვეს შეკითხვები.ნიკამ დახატა ჭიდაობის სცენა ,,ბაში– აჩუკიდან". ლიკას ნახატი აკაკის სახლია სხვიტორში.















ბავშვები დაფიქრდნენ აკაკის ნააზრევზე და....ნახატების გამოფენა შესანიშნავ დისკუსიად იქცა....მოსწავლეებმა წაიკითხეს აკაკის ბრძნული გამონათქვამები....გააანალიზეს ლექსები, რომლებიც წაიკითხეს ,,პოეზიის 5 წუთზე"....

მხიარული ვიქტორინა











აკაკის ცხოვრებისეული დეტალები, მისი შემოქმედების ნათელი შტრიხები, ამონარიდები პოეზიიდან, გონებამახვილური შეკითხვები.... აი,ეს იყო ვიქტორინის მთავარი თემა.
პედაგოგი ლია ჩხაიძე შეეცადა მოსწავლეების  გამხიარულებას და თანაც ცოდნის შემოწმებაც განიზრახა...
.ლიტერატურულ სალონში შეკრებილი მოსწავლეები 2 ჯგუფად გაიყვნენ.ლოტოტრონიდან კითხვებს ლუკა თოფურია იღებდა. კითხულობდა ლია მასწავლებელი. ქულებს ქეთი მასწავლებელი აჯამებდა. გაიმარჯვა N 1 გუნდმა.მაგრამ მოსწავლეებმა აჩვენეს არნახული ცოდნა აკაკის შემოქმედებისა.აქ დამარცხებული არავინ იყო.მხიარული ვიქტორინა ხალისიანად დამთავრდა.

კვირეულის მეორე დღე








აკაკის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია კინო–ფილმები...
.,,აკაკის აკვანი", ,,ბაში–აჩუკი", ,,მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში", ,,გამზრდელი"... მოსწავლეები დიდი ყურადღებით ნახულობენ ფილმებს და საუბრობენ ნანახის შესახებ....

ჩვენი ფიქრები....

,,ბაში–აჩუკი" ამავე ნაწარმოების მიხდვით შექმნილი ფილმია,მაგრამ რეჟისორს თავისებურად გაუკეთებია იგი....ნაწარმოებს ზუსტად არ მისდევს ფილმი, მაგრამ მომეწონა კინოსეული კომპოზიცია....რა კარგად არის სერჩეული მუსიკა....როგორი ჟრუანტელისმომგვრელი დეტალებია....მართლაცდა, რამდენი გვიომია, რამდენი გადაგვიტანია.....

კვირეულის მესამე დღე.

მსვლელობა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში....მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს დიდებული მგოსნის აკაკი წერეთლის საფლავი....წაიკითხეს ლექსები და ერთი ლამაზი გაკვეთილი ჩაატარეს პოეტის საფლავთან.....




,,დედაშვილობას,ბევრს არ გთხოვ,
შენს მიწას მიმაბარეო!
ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო"....
         დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი ეს სიტყვები ზედგამოჭრილი აღმოჩნდა თავად აკაკი წერეთელის მიმართ...
მას მთაწმინდის პანთეონში მიუჩინეს ბინა....