ჩვენი პროექტი

Sunday, June 23, 2013

შეხვედრა წარსულთან............

მოგზაურობა ზემო იმერეთში სოფელ სავანიდან დავიწყეთ......თავდაპირველად აკაკი წერეთლის ძიძის-მანო სადუნიშვილის სახლი მოვინახულეთ.მისი მეუღლე გახლდათ ფარსადან  ყანჩაველი.
21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის სოფლის
წიაღში გადავსახლდით.
ეს იყო შეხვედრა წარსულთან...


აკაკის მუზეუმს უნიკალური ექსპონატი შეემატა


საქართველოს ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელით აკაკის სახლ–მუზეუმს მგოსნის ხელჯოხი გადასცა. ხელჯოხი, რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობისას პოეტმა არტემ შიშინაშვილის ოჯახს უსახსოვრა. ნივთი 100 წლის განმავლობაში შიშინაშვილების ოჯახში ინახებოდა. წელს კი, მამუკა შიშინაშვილმა ოჯახური რელიკვია პატივისცემის ნიშნად ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით ამიერიდან ძვირფასი სახსოვარი, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონატი და ქართველი ხალხის საკუთრება აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმში დაიდებს ბინას. აკაკის 173–ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურის ინსტიტუტი აკაკი წერეთლის ოცტომეულს გამოსცემს. ამავე დღეს პირველი სამი ტომის პრეზენტაციაც გაიმართა. სხვიტორში ღონისძიებას პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.


Sunday, June 16, 2013

მოგზაურობა ზემო იმერეთში.........

აკაკი წერეთელი -ჩვენი მეგზური,
ჩვენ-ქ.თბილისის 32 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ჩხაიძე-მოგზაურები.....

,,შეხედეთ ,რა ცაა.......
ესაა რაცაა.........."

ეს იმერეთია,აკაკის სოფელი,მისი კერა და სავანე,მისი ამაღლება და გაბრწყინება.........

ექსკურსიის შემეცნებითი მნიშვნელობა

აკაკის სიტყვებს დავუკვირდეთ:,,ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, მისის სხვადასხვაფერობით, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ"....
ექსკურსია არ არის მხოლოდ გართობა,მხოლოდ თამაში, თუმცა ამის გარეშეც არ არის, რა თქმა უნდა. ჩემმა ქალაქელმა მოსწავლეებმა თავად ნახეს,განიცადეს,შეიტკბეს სოფლის მნიშვნელობა,სიკეთე,სილამაზე და ამ მოგზაურობის დროს ჩვენი მასპინძელი აკაკი იყო.იმერეთში ის გვემგზურობდა,მის ფრაზებს ვაჟღერებდით,მის  ჰანგზე ვმღეროდით და ვაკვნესებდით ფანდურს..............

საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ძალიან ბევრი დაგვაკლდებოდა,ამ მუზეუმში რომ არ შევსულიყავით..............დადიხარ მხარეში და არ იცი,რას წარმოადგენს ეს კუთხე,ძალიან ცუდია.............ჩვენ ამ მუზეუმში აკაკის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ აღმოვჩნდით.......აკაკის დედის-ეკატერინეს ბაღი მიგვასწავლეს,რომელსაც თურმე ,,დედას ბაღი" ეწოდებოდა............ამ ლამაზი ბაღის ეზოშია ეს მუზეუმი...........მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა.
დიდი გულისტკივილით დავათვალიერეთ მიწისზვრის შედეგად ქვეშმოყოლებული სოფლის სურათები,გიდის მონათხრობმა დაგვამწუხრა და დაგვაფიქრა იმაზე,თუ რა უძლურნი ვართ სტიქიის წინაშე.........

მუზეუმის მისამართი: საჩხერე, სოფ. სხვიტორი
ტელეფონი: (+995 91) 69 43 87
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10 862

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 0,50 ლ, საექსკურსიო მომსახურება 1 ლ.

საგანმანათლებლო პროგრამები: “სკოლა და მუზეუმი”, “ვიცნობდეთ ჩვენ მხარეს”, ”ექსპონატებით გაცოცხლებული ისტორია”

Monday, June 10, 2013

ჩვენი შთაბეჭდილებები

   მე ვარ ქეთი გაბინაშვილი, ვსწავლობ ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის XI-5 კლასში.
ჩვენი სკოლა მონაწილეობდა პროექტში – ,,აკაკი წერეთილი – საქართველოს მგალობელი ბულბული". ეს პროექტი ჯერ კიდევ  3 წლის წინ დაიწყო. მახსოვს, ვატარებდით ღია გაკვეთილებს, ვეცნობოდით აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებას, თუმცა მაშინ არ მოგვეცა საშუალება, რომ მოგვეწყო ექსკურსია აკაკის ნაკვალევზე. 
   ეს სურვილი წელს ავიხდინეთ. ჩვენი კლასი ექსკურსიაზე წავიდა საჩხერეში. მოვინახულეთ აკაკი წერეთლის ,,ორსართულიანი ქვითკირის სახლი". სავანე, სადაც აკაკი იყო გაძიძავებული. ამ ყველაფერმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდ მადლობას ვუხდით დამრიგებელს ლია ჩხაიძეს , რომ საშუალება მოგვცა გვევლო იმ ადგილებში, სადაც ერთ დროს თავად აკაკი წერეთელი – ,,საქართველოს მგალობელი ბულბული" დადიოდა...

მდინარე ჯრუჭულა...........



მე ვარ ეკა ხაჟომია.ვსწავლობ 32–ე საჯარო სკოლაში.
მდინარე ჯრუჭულა ,სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით მდებარეობს საჩხერე–ჭიათურის გადაკვეთაზე.ეს მდინარე ჩემთვის ექსკურსიამდეც არ იყო უცხო,ზაფხულობით ხშირად ვსტრუმრობ ამ ულამაზეს ადგილს.ახლა კი საშუალება მომეცა მეჩვენებინა ეს ადგილი ჩემი კლასელებისთვის.ჩვენ შევძელით ჩავსულიყავით მდინარეში,რამაც დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.


ჯრუჭულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში (საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები). მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.
სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მ-ზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 210 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5, 94 მ3/წმ.

მღვიმევის მონასტერი

ბუნების შექმნილ საოცრებათაგან ერთ-ერთია მღვიმევის მონასტერი,რომელიც ჭიათურაში მდებარეობს,მთის შეფენებაზე......მდინარე ყვირილას ხეობაში გამოკვეთილ მღვიმეს,იქ განთავსებულ ეკლესიას ბევრი დამთვალიერებელი ნახულობს.......ამ ამპლუაში ვესტუმრეთ მონასტერს და ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ.გავიგეთ,რომ შუა საუკუნეებსი აქ ბერები მოღვაწეობდნენ..........თვით მონგოლებმაც ვერ მიაგნეს ამ ადგილს და არაფერი იცოდნენ ამ კერის არსებობის შესახებ.......აქვეა მე-6 საუკუნის ეკატერინეს სახელობის ტაძარი და მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.........საოცრებათა სამყაროში სამოგზაუროთ თავად ბინება იწვევს მნახველებს!



მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.



სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.


მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

კაცხის სვეტი და კაცხის მაცხოვრის ეკლესია

მე ვარ ლიკა რაზმაძე. მე და ჩემს კლასს მოგვეცა საშუალება გვეხილა ნამდვილი საოცრება, ეს საოცრება კი კაცხის სვეტია. ჩვენ მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით ერთ–ერთ ბერს, რომელმაც კაცხის სვეტის ისტორია გვიამბო და თითოეული ღირსშესანიშნაობა დიდი სიხარულით გვანახა.
კაცხის სვეტმა დღევანდელი სახე მიწისძვრის შედეგად მიიღო , კლდე ჩამოინგრა და დარჩა აღმართული სვეტი, სადაც დღეს ერთი ბერია განდეგილი , ის დაახლოებით 58 წლისაა. მაღლა მდებარეობს  ორი პატარა ოთახი ,სადაც ბერი ცხოვრობს და მონასტერი სადაც დაახლოებით 5–6 კაცი ეტევა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია თავის ქალა და ძვლები, რომელიც გასუფთავების შედეგად იფშვნებოდა , რაც მოწმობს მის სიძველეს. ის დაახლოებით შუა საუკუნეებისაა. მონასტერი XI-XII საუკუნისაა, ცნობები მოწმობს რომ ის აღუმართავს გიორგის , რომელიც არ არის ცნობილი ბერი იყო თუ საერო პირი. დღევანდელი სახე კაცხის სვეტის განახლებულია.  სვეტის დაბლა აღმოჩენილია VI საუკუნის ბოლნური ჯვარი , ასევე შუაში აღმართულია დიდი ქვა ,,სადაც ადრე წარმართული რიტუალები იმართებოდა .
ეს ყველაფერი ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო იყო. ბერის  თითოეულ სიტყვას გულმოდგინედ ვუსმენდით. კაცხის სვეტიდან უსაზღვრო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ეს ნამდვილი სასწაული იყო და მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა მისი ხილვის საშუალება.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი).

არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.


კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.

ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი.

ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

ხატი კაცხის ეკლესიიდან

ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია

სოფელი მანდაეთი......იმერული პურ-მარილი.............

ჩვენი მასპინძელი აღმოჩნდა ჩვენივე თანაკლასელი მარიამ ჩაჩანიძე,რომლის ოჯახშიც გავათიეთ ღამე და არაცვეულებრივი დრო გავატარეტ.......სოფელი ძალიან მოგვეწონა:ბუნება,ტყე,ჰაერი,ხალხი და რა თქმა უნდა,ბიცოლას გამომცხვარი იმერული ხაჭაპური.

მანდაეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მეჩხეთური, პატარა ჩხირაული, ტყემლოვანა, ქბილარი).
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ხეობაში.
ზღვის დონიდან 760 მეტრი, ჭიათურიდან 22 კილომეტრი.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
სოფელში არის საჯარო სკოლა[2]

აკაკის სახლ-მუზეუმი სხვიტორში


აკაკის მამულში.....
აკაკის სახლი სხვიტორში....

ავიარეთ პატარა მდინარე ჩიხურა ....აკაკის სიტყვებით რომ ვთქვათ: ,,წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე"....    და აკაკის სახლსაც მივადექით....არაჩვეულებრივი ბუნება,ხედი,საიდანაც მთელ იმერეთს გაჰყურებ............იქ,ალბათ,ყველა პოეტად დაიბადებოდა..........ყველა ამღერდებოდა...........დავდიოდით ეზოში,სადაც აკაკი დადიოდა............ვერთობოდით და 21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის იმ პერიოდში ვმოგზაურობდით,აკაკი რომ ამბობდა:,, . აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. "


სხვიტორი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, (ჩიხის თემი). მდებარეობს ნაურცევის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 914 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა [2] სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.




მოგზაურობა ზემო იმერეთში....სოფელი სავანე.............



,,საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი.

როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება.აქ ავიდგი მე ფეხი,აქ ამოვიდგი ენა და აქედან იწყება ჩემი მახსოვრობაც..."-აკაკი წერეთელი.

აკაკი ამბობს:  ,,ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავენს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ."
მანო სადუნიშვილისა და ფარსადან ყანჩაველის ოჯახი.
აკაკის სიტყვებიც გავიხსენეთ:,,აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას. გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არათუ ძიძიშვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ კაცს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრული ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც."
ჩვენც ამჟამად ძიძის სახლში ვიმყოფებით....მე-19 საუკუნის სოფლის კოლორიტი.............სპილენძის თუნგები,კარდალები,დოქები,სკივრები,ხის ჯამები............შუაცეცხლი და ჯაჭვი...............ვუყურებთ ამ ყველაფერ და თითქოს აკაკის ხმა მოგვესმის:,,თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯ-უსარკმელო, მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი, დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტლად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა"....

ვნახეთ საჩეჩელი,გაგვახსენდა აკაკის სიტყვები:,,დიდხანს ვერ ვახერხებდი ჩეჩვას; ორჯერ-სამჯერ საჩეჩლის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია".

ჩვენი მასპინძლები
ალბათ აქ თამაშობდა აკაკი ქორობიას....ვისხედით ეზოში და ვაანალიზებდით,როგორ ითამაშებდა აკაკი აქ ქორობიას,მერე ატირებული ძიძას როგორ ჩაეხუტებოდა გულში....
,,  ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშნა ძიძამ და მითხრა: „რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო“.- ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა-მეთქი! - ვუპასუხე სიცილით. ძიძამ ჩამიკრა გულში და დაიწყოტირილი. მე გამიკვირდა და ვკითხე: „რა გატირებს-მეთქი?“ - „ის მატირებს, რომ ხვალ ჩემს წიწილასაც მოიტაცებენ და მომაშორებენო!.. წიწილას რა უჭირს, მაგრამ, როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისობით?“ ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე თუმცა არა მესმოდა რა, მაგრამ მივხვდი, რომ აქ კარგი არა არის რა-მეთქი, და დავიწყე ტირილი... ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და გამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო".

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,რომლის მღვდელიც ყოფილა მანოს მამა-სვიმონ სადუნიშვილი.ეკლესია მე-11 საუკუნისაა............
სავანე მართლაც მოსასვენებელი ადგილია,ლამაზი,მშვენიერი ხედებითა და სუფთა ჰაერით............

Tuesday, June 4, 2013

ელექტრონული პრეზენტაცია აკაკი წერეთლის ,,გამზრდელის" მიხედვით

მოსწავლემ ქეთი გაბინაშვილმა გააკეთა ელექტრონული პრეზენტაცია,რითაც შეაჯამა გაკვეთილი და  გაიმართა მსჯელობა ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ საგნის პედაგოგი ლია ჩხაიძე,ბიბლიოთეკარი ნელი ბუტურიშვილი,დირექტორი ნანა ქაჯაია,ლიტერატურის კათედრის გამგე ასმათ ჭარელიძე.