აკაკის მამულში.....
აკაკის სახლი სხვიტორში....ავიარეთ პატარა მდინარე ჩიხურა ....აკაკის სიტყვებით რომ ვთქვათ: ,,წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე".... და აკაკის სახლსაც მივადექით....არაჩვეულებრივი ბუნება,ხედი,საიდანაც მთელ იმერეთს გაჰყურებ............იქ,ალბათ,ყველა პოეტად დაიბადებოდა..........ყველა ამღერდებოდა...........დავდიოდით ეზოში,სადაც აკაკი დადიოდა............ვერთობოდით და 21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის იმ პერიოდში ვმოგზაურობდით,აკაკი რომ ამბობდა:,, . აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. "
სხვიტორი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, (ჩიხის თემი). მდებარეობს ნაურცევის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 914 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა [2] სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
No comments:
Post a Comment