ჩვენი პროექტი

Monday, June 10, 2013

მოგზაურობა ზემო იმერეთში....სოფელი სავანე.............



,,საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი.

როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება.აქ ავიდგი მე ფეხი,აქ ამოვიდგი ენა და აქედან იწყება ჩემი მახსოვრობაც..."-აკაკი წერეთელი.

აკაკი ამბობს:  ,,ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავენს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ."
მანო სადუნიშვილისა და ფარსადან ყანჩაველის ოჯახი.
აკაკის სიტყვებიც გავიხსენეთ:,,აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას. გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არათუ ძიძიშვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ კაცს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრული ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც."
ჩვენც ამჟამად ძიძის სახლში ვიმყოფებით....მე-19 საუკუნის სოფლის კოლორიტი.............სპილენძის თუნგები,კარდალები,დოქები,სკივრები,ხის ჯამები............შუაცეცხლი და ჯაჭვი...............ვუყურებთ ამ ყველაფერ და თითქოს აკაკის ხმა მოგვესმის:,,თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯ-უსარკმელო, მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი, დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტლად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა"....

ვნახეთ საჩეჩელი,გაგვახსენდა აკაკის სიტყვები:,,დიდხანს ვერ ვახერხებდი ჩეჩვას; ორჯერ-სამჯერ საჩეჩლის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია".

ჩვენი მასპინძლები
ალბათ აქ თამაშობდა აკაკი ქორობიას....ვისხედით ეზოში და ვაანალიზებდით,როგორ ითამაშებდა აკაკი აქ ქორობიას,მერე ატირებული ძიძას როგორ ჩაეხუტებოდა გულში....
,,  ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშნა ძიძამ და მითხრა: „რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო“.- ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა-მეთქი! - ვუპასუხე სიცილით. ძიძამ ჩამიკრა გულში და დაიწყოტირილი. მე გამიკვირდა და ვკითხე: „რა გატირებს-მეთქი?“ - „ის მატირებს, რომ ხვალ ჩემს წიწილასაც მოიტაცებენ და მომაშორებენო!.. წიწილას რა უჭირს, მაგრამ, როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისობით?“ ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე თუმცა არა მესმოდა რა, მაგრამ მივხვდი, რომ აქ კარგი არა არის რა-მეთქი, და დავიწყე ტირილი... ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და გამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო".

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,რომლის მღვდელიც ყოფილა მანოს მამა-სვიმონ სადუნიშვილი.ეკლესია მე-11 საუკუნისაა............
სავანე მართლაც მოსასვენებელი ადგილია,ლამაზი,მშვენიერი ხედებითა და სუფთა ჰაერით............

No comments:

Post a Comment