ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

აკაკის ეპისტოლარული მემკვიდრეობა

                  აკაკის წერილები ცოლ-შვილთან

        აკაკის ნატალია ბაზილევსკაიასთან შეეძინა ერთი ვაჟი- ალექსი. პეტერბურგის მდიდრულ წრეებში აღზრდილ ნატალიას ვერ შეუთვისებია და ვერ შეუყვარებია საქართველო, ის ქვეყანა და ხალხი, რომელიც ესოდენ თავდადებული სიყვარულით უყვარდა აკაკი წერეთელს - მგზნებარე პატრიოტსა და სამშობლოს  თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის დაუცხრომელ მებრძოლს. ცოლს გული არ უდგებოდა საქართველოში.მას პეტერბურგში თუ საზღვარგარეთ ცხოვრება სურდა და იზიდავდა. ალექსიც, აკაკის ერთადერთი შვილი, დედის გავლენით გულგრილად ეკიდებოდა საქართველოს და თავის დიდებულ მამას. დიდად ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა, ავადმყოფურად ყოფილა გატაცებული მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზით,რაც მოითხოვდა გამუდმებულ მოგზაურობას სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყნებში და ყოველთვის დაკავშირებული იყო დიდ ზარჯებთან, რისკთან, ათასგვარ მოულოდნელობასა და ხიფათთან....და, აი დედა-შვილი გამუდმებით ცხოვრობს ხან პეტერბურგში, ხან ხარკოვში,, კიევში, პარიზში,ნიცაში,ბერლინში,მილანში...ალექსის ანტრეპრიზა უმრავლეს შემთხვევაში იმედგაცრუებითა და ზარალით მთავრდებოდა...დედა-შვილი მუდმივად გასაჭირში იმოფებოდა ....ისინი გამუდმებით ფულს ითხოვდნენ აკაკისაგან.....აკაკიც უგზავნიდა....მაგრამ,მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა....
დედა-შვილი საქართველოში არ გამოჰყვა აკაკის საცხოვრებლად.....ცოლ-შვილს მონატრებული აკაკი საოცარი სითბოთი სავსე წერილებს უგზავნიდა მათ..........
        ალექსი(ლიოლია) პარიზში გარდაცვლილა 1943 წელს. მის პირად არქივში ყოფილა დაცული დიდი პოეტის მიერ ხელით რუსულად დაწერილი 90-მდე წერილი თავისი მეუღლისა და ვაჟიშვილისადმი. ეს წერილები შემდეგ აღმოჩნდა პარიზი მცხოვრებ მიხეილ სტურუას ოჯახში.ეს პიროვნება ეძებდა ხელსაყრელ მომენტს,რომ ეს ძვირფასი მონაპოვარი დაებრუნებინა საქართველოში....და ეს დღეც დადგა........
         1964 წელს პარიზში ჩავიდა  ჯგუფი პოეტების-კარლო კალაძის,იოსებ ნონეშვილის, ლიტერატურათმცოდნეების - შოთა ძიძიგურის, გივი გაჩეჩილაძის, ხელოვნებათმცოდნეების- გულნარა ჯაფარიძის,ეთერ გუგუშვილის, მწერალთა კავშირის მდივნის ბესარიონ ჟღენტის შემადგენლობით....
         იქაურმა ქართველებმა ამ ჯგუფს ანდეს ეს ძვირფასი მონაპოვარი,რათა ჩამოეტანათ საქართველოში,ჩაებარებინათ შესაფერისი ლიტერატურული თუ სამეცნიერო დაწესებულებისათვის და ღირსეული ადგილი მიეჩინათ ქართული კლასიკური მწერლობის ისტორიის პირველწყაროთა შორის.
          ცოლ-შვილისადმი მიწერილ იმ 90 წერილსი ლაპარაკია უმთავრესად პირად-ოჯახური ურთიერთობის საკითხებზე და მხოლოდ იშვიათად, აქა-იქ თუ იჩენს თავს ესა თუ ის საზოგადოებრივი მოვლენა,საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და აქტუალობის საკითხი. ჩანს, ცოლსა და შვილს იმდენად შორეული კავშირი ჰქონიათ დიდი პოეტის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან, მის შემოქმედებით ცხოვრებასთან, მის მასულდგმულებელ იდეალებთან, მაღალ პატრიოტულ და ჰუმანისტურ იდეებთან,რომელთაც ასე შესწირა თავისი სიცოცხლე და ტიტანური ნიჭი აკაკი წერეთელმა, რომ ყოველივე ამის შესახებ თითქმის სრულიად არაფერია თქმული ამ წერილებში....უკვე ეს გარემოება საკმარისია იმისათვის,რომ გავითვალისწინოთ მთელი სიღრმე და სიმწვავე ტრაგედიისა, რომელსაც პირადი ცხოვრების, ოჯახური ურთიერთობების სფეროში განიცდიდა დიდი პოეტი - მას არ შეეძლო თავისი ყველაზე ძვირფასი და უწმინდესი აზრები და მისწრაფებანი გაეზიარებინა უახლოესი ადამიანებისათვის - ცოლისა და ერთადერთი შვილისათვის.


                    გთავაზობთ ნაწყვეტებს აკაკის პირადი წერილებიდან: 

                                       ჩემო ძვირფასო ნატაშა! 
         არასოდეს მომწყურებია თქვენი ნახვა , როგორც ახლა. ყოველდღე ვფიქრობ, ჩემო სიხარულო, წამოსვლას და არ ხერხდება...ცარიელი ხელით წამოსვლა მეუხერხულება,საქმეები კი ჭიანურდება და არ უჩანს ბოლო, თუმცა არ ვზოგავ ძალ-ღონეს და ენერგიას....   
                     უთხარი ყაჩაღს,რომ ფული მიიღოს....
                                                                       აკაკი.”  


                                          ჩემო ძვირფასო ლიოლია!
             ძალიან მინდა შენი ნახვა, მინდა რამეზე გულწრფელად გელაპარაკო.ახლა მზად ვარ გამოსამგზავრებლად, მაგრამ ჯერჯერობით ტანსაცმელი არ არის მზად, ხოლო ჩამოძონძილი არ მინდა გეწვიოთ.
              თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვიტანჯები უთქვენოდ, ჭკუიდან ვიშლები.დღისით და ღამით სულ ნატაშა მელანდება. უქმეებზე უსათუოდ თქვენთან ვიქნები და თუ ცოცხალი არა, მკვდარი მაინც...მიაკითხე რკინიგზის სადგურის უფროსს და გამოართვი ამანათი და ჩემი პორტრეტი; 
                გკოცნით ყველას 
                                                     თქვენი მოყვარული აკაკი. 


                                               ძვირფასო მეგობარო!
               ძვლივს ვიშოვე 150 მანეთი და ისიც ხელზე მექნება 20 ივნისს.გამოგიგზავნი შენ ას მანეთს, 50 მანე/ტს კი- ლიოლიას,რომლის წერილი ახლახან მივიღე.თვითონ მე საშინელ დღესი ვარ....ავადმყოფობამ , რომელმაც ამდენ ხანს საწოლს მიმაკრა,სულ დამგრიხა.
             გკოცნით ყველას ისე, როგორც მიყვარხართ.
                                         აკაკი. 

2 comments: